Skip to main content

Posts

Recent posts

ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია

დასრულდა ძალიან საინტერესო ტრენინგი. დღევნდელ დღეს "padlet"-ში შევქმენი საზიარო დაფა.  გავეცანით ესგ-ს გამჭოლ კომპეტენციებს. ასევე ვიუვერში გავეცანით პროექტის ფასილიტაციას. შემდეგ დავათვალიერეთ და დავხვეწეთ ჩვენი 9 დღის ნამუშევარი. ავტვირთეთ დისკკზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.   მადლობას ვუხდი ნინო კოკილაშვილს და ჯგუფის წევრებს თანამშრომლობისთვის.

პროექტის იდეებისთვის

ტრენინგის მერვე დღის რეფლექსია

მერვე დღე დავიწყეთ სასწავლო მიზნის გაცნობით. ელექტრონულ რესურსებში მოვიძიეთ შეფასების სხვადასხვა რუბრიკა და გადმოვწერეთ. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში, სადაც დავწერეთ სასწავლო პროცედურები. გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას და გეგმაში ავსახეთ სსსმ, ნიჭიერ და არაქართულენოვან მოსწავლესთან გამოყენებული აქტივობები. ბოლოს, რაც ძალიან დამაინტერესა და მომეონა, პროგრამა "padlet"-ში შევქმენით საზიარო დაფა. დღე იყო ძალიან საინტერესო.

ტრენინგის მეშვიდე დღე

   დღეს ძალიან საინტერესო რამ ვისწავლეთ: ტესტირების ონლაინ პროგრამა "kahoot"-ში ტესტების შექმნა. ძალიან მომეწონა, არის საკმაოდ პრაქტიკული გამოსაყენებელი კლასში.    ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, გავაკეთეთ ონლაინ ტესტი.    გავეცანით შეფასების მეთოდებს, შეფასემის სქემის სახეებს: ჰოლისტური, ზოგადი და კონკრეტული. შეფასების რუბრიკების გვერდზე შევედით და გადმოვწერეთ ჩვენთვის საასურველი შეფასების სქემა და განვიხილეთ. გავეცანით პორტფოლიოს შეფასების სქემას.    გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შექმნას და მათ საქაღალდეში განთავსებას.     

ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია

დღემ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად  ჩაიარა. ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე. ვისწავლეთ  გუგლის ფორმაში შექმნილი გამოკითხვის ფორმის შექმნა , გამოყენება.  ვიმუშავეთ წყვილებში და შვაფასეთ ერთმანეთის პრეზენტაციები 3.2.1 მეთოდის გამოყენებით.   გავეცანით სასარგებლო სასწავლო  რესურსების  საიტებს ვისწავლეთ ზოგიერთი მათგანის გამოყენება.