Skip to main content

ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია

            ძალიან მაინტერესებდა პროექტებით სწავლება, აქამდე არ გამიკეთებია პროექტი. ტრენინგის პირველი დღე ძალიან საინტერესოდ დაიწყო.  მონაწილეები გავეცანით ერთმანეთს. გავეცანით  ტრენინგის ჩატარების გრაფიკს. ტრენერმა გაგვაცნო სასწავლო პროექტების გამოყენების  მიზანი. გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოს- viewer-ს, ვისწავლეთ მისი მოხმარება. ყველამ გამოვთქვით აზრი ადამიანის იმ უნარ-ჩევევბზე, რომელიც სჭირდება მას 21-ე საუკუნეში დასამკვიდრებლად. შემდეგ ჩვენი აზრები შევადარეთ სახელმძღვანელოში მოცემულს.
       შევქმენით პროექტის საქაღალდე თავის ქვესაქაღალდეებით. გავეცანით და მივიღეთ(ნაბეჭდი სახით) პროექტის ჩეკლისტი.
     გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკებს.
     ვისაუბრეთ ტრადიციულ და პროექტებით სწავლების შესახებ. ვიმსჯელეთ მათ შორის მსგავსება - განსხვავებაზე და პროექტებით სწავლების უპირატესობაზე. ამ თემაზე ვნახეთ საინტერესო ვიდეოფილმები.
     ვისაუბრეთ იმ სირთულეებზე, რომელსაც მოსწავლე აწყდება სასწავლო პროცესში და გავეცანით ამ პრობლემების გადაჭრის რამოდენიმე მაგალითი.
     შევქმენით ბლოგი. ვისწავლეთ ფაილების შექმნა გუგლის საცავში.
     დიდი მადლობა ქალბატონო ნინო.
 

Comments

Popular posts from this blog

ტრენინგის მერვე დღის რეფლექსია

მერვე დღე დავიწყეთ სასწავლო მიზნის გაცნობით. ელექტრონულ რესურსებში მოვიძიეთ შეფასების სხვადასხვა რუბრიკა და გადმოვწერეთ. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში, სადაც დავწერეთ სასწავლო პროცედურები. გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას და გეგმაში ავსახეთ სსსმ, ნიჭიერ და არაქართულენოვან მოსწავლესთან გამოყენებული აქტივობები. ბოლოს, რაც ძალიან დამაინტერესა და მომეონა, პროგრამა "padlet"-ში შევქმენით საზიარო დაფა. დღე იყო ძალიან საინტერესო.

ტრენინგის მეშვიდე დღე

   დღეს ძალიან საინტერესო რამ ვისწავლეთ: ტესტირების ონლაინ პროგრამა "kahoot"-ში ტესტების შექმნა. ძალიან მომეწონა, არის საკმაოდ პრაქტიკული გამოსაყენებელი კლასში.    ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, გავაკეთეთ ონლაინ ტესტი.    გავეცანით შეფასების მეთოდებს, შეფასემის სქემის სახეებს: ჰოლისტური, ზოგადი და კონკრეტული. შეფასების რუბრიკების გვერდზე შევედით და გადმოვწერეთ ჩვენთვის საასურველი შეფასების სქემა და განვიხილეთ. გავეცანით პორტფოლიოს შეფასების სქემას.    გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შექმნას და მათ საქაღალდეში განთავსებას.