Skip to main content

Posts

Showing posts from November, 2018

ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია

დასრულდა ძალიან საინტერესო ტრენინგი. დღევნდელ დღეს "padlet"-ში შევქმენი საზიარო დაფა.  გავეცანით ესგ-ს გამჭოლ კომპეტენციებს. ასევე ვიუვერში გავეცანით პროექტის ფასილიტაციას. შემდეგ დავათვალიერეთ და დავხვეწეთ ჩვენი 9 დღის ნამუშევარი. ავტვირთეთ დისკკზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.   მადლობას ვუხდი ნინო კოკილაშვილს და ჯგუფის წევრებს თანამშრომლობისთვის.

პროექტის იდეებისთვის

ტრენინგის მერვე დღის რეფლექსია

მერვე დღე დავიწყეთ სასწავლო მიზნის გაცნობით. ელექტრონულ რესურსებში მოვიძიეთ შეფასების სხვადასხვა რუბრიკა და გადმოვწერეთ. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში, სადაც დავწერეთ სასწავლო პროცედურები. გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას და გეგმაში ავსახეთ სსსმ, ნიჭიერ და არაქართულენოვან მოსწავლესთან გამოყენებული აქტივობები. ბოლოს, რაც ძალიან დამაინტერესა და მომეონა, პროგრამა "padlet"-ში შევქმენით საზიარო დაფა. დღე იყო ძალიან საინტერესო.

ტრენინგის მეშვიდე დღე

   დღეს ძალიან საინტერესო რამ ვისწავლეთ: ტესტირების ონლაინ პროგრამა "kahoot"-ში ტესტების შექმნა. ძალიან მომეწონა, არის საკმაოდ პრაქტიკული გამოსაყენებელი კლასში.    ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, გავაკეთეთ ონლაინ ტესტი.    გავეცანით შეფასების მეთოდებს, შეფასემის სქემის სახეებს: ჰოლისტური, ზოგადი და კონკრეტული. შეფასების რუბრიკების გვერდზე შევედით და გადმოვწერეთ ჩვენთვის საასურველი შეფასების სქემა და განვიხილეთ. გავეცანით პორტფოლიოს შეფასების სქემას.    გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შექმნას და მათ საქაღალდეში განთავსებას.     

ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია

დღემ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად  ჩაიარა. ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე. ვისწავლეთ  გუგლის ფორმაში შექმნილი გამოკითხვის ფორმის შექმნა , გამოყენება.  ვიმუშავეთ წყვილებში და შვაფასეთ ერთმანეთის პრეზენტაციები 3.2.1 მეთოდის გამოყენებით.   გავეცანით სასარგებლო სასწავლო  რესურსების  საიტებს ვისწავლეთ ზოგიერთი მათგანის გამოყენება.

ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღეს ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე, დაწვრილებით ჩამოვაყალიბეთ შეფასების  რომელ მეთოდებს გამოვიყენებ პროექტის დასაწყისში, მსვლელობისას და დამთავრებისას. ასე მაგალითად: პროექტის დასაწყისში ვ-მ-ვ გონებრივი იერიში ვ-მ-ვ სქემა „პადლეტში“ შექმნილი ცარიელი დაფა პროექტის მსვლელობისას თვითშეფასება და რეფლექსია გამოკითხვა დღიური წერითი და ზეპირი ტესტები ჩეკლისტი გუგლის ფორმაში შექმნილი გამოკითხვის ფორმა ფორმები ტესტური კითხვები პროექტის დასრულების შემდეგ სასწავლო კონფერენცია ფორმები ბოლოს ვიმუშავეთ, პროექტის პრეზენტაციის სახით წარმოდგენაზე. დავიწყეთ პრეზენტაციის გაკეთება,  ვისწავლეთ როგორ შევქმნათ ჩვენთვის სასურველი შაბლონი, დავწერეთ პროექტის მიზანი, მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხები. დღემ წარმატებულად ჩაიარა.

ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს დავასრულეთ ტრენინგის მესამე დღეს დაწყებული სასწავლო პროექტში  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების განხილვა. ამ თემაზე გვქონდა წყვილებში მუშაობა. წყვილებში მუშაობა მიმდინარეობდა googl doc - ის საზიარო (onlain) რეჟიმში. რაც ძალიან საინტერესო იყო დ ამავ დროულად ნაყოფიერი. ერთმანეთის ნამუშევრებს დავუწერეთ კომენტარები. ამის შემდეგ ჩემ პროექტში, რომელიც არის თემაზე " რამ გამოიწვი ა ატრაქციონ  Fireball- ზე მომხდარი უბედური შემთხვევა?" ,   დავწერე ასეთი მიმართულების მიმცემი  კითხვები:  ზოგადი კითხვა როგორ ხდება   კატასტროფები? თემატური კითხვები რა უნდა გავაკეთოთ, თავიდან რომ ავიცილოთ კატასტროფა? რატომ არის უსაფრთხოების ზომები აუცილებელი? შინაარსობრივი კითხვები 1.        რატომ ჩამოიშალა ატრაქციონი -  Fireball ? 2.        ჩამოიშლებოდა თუ არა ის განსხვავებულ პირობებში, რომ ყოფილიყო? 3.        რა არის ჟანგვა? 4.        რა არის ჟანგი? 5.        რა არის კოროზია? 6.        როგორ ავიცილოთ კოროზიის მავ

ტრენინგის მესამე დღე

3/11/2018  წელი.    უფრო საინტერესო ხდება ტრენინგი. დღეს შევისწავლეთ სასწავლო პროექტის შესაბამისი სტანდარტებისა და მიზნების ჩასმა პროექტის შაბლონში. სტანდარტი მოცემულია ესგ - ში, რომელიც  გადმოვიწერეთ ncp.ge - დან. ვიუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ჩამოყალიბებაზე. განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომია. საკმაოდ შრომატევადია. იმედია არ გამიჭირდება. დღეს ასევე დავასრულეთ პროექტის ბუკლეტის ნიმუში.      მადლობა ქალბატონ ნინო კოკილაშვილს და ჩემი  ჯგუფის წევრებს თანამშრომლობისთვის.