Skip to main content

ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს დავასრულეთ ტრენინგის მესამე დღეს დაწყებული სასწავლო პროექტში  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების განხილვა. ამ თემაზე გვქონდა წყვილებში მუშაობა. წყვილებში მუშაობა მიმდინარეობდა googl doc - ის საზიარო (onlain) რეჟიმში. რაც ძალიან საინტერესო იყო დ ამავ დროულად ნაყოფიერი. ერთმანეთის ნამუშევრებს დავუწერეთ კომენტარები. ამის შემდეგ ჩემ პროექტში, რომელიც არის თემაზე "რამ გამოიწვია ატრაქციონ Fireball-ზე მომხდარი უბედური შემთხვევა?" დავწერე ასეთი მიმართულების მიმცემი  კითხვები: 
ზოგადი კითხვა
როგორ ხდება  კატასტროფები?
თემატური კითხვები
რა უნდა გავაკეთოთ, თავიდან რომ ავიცილოთ კატასტროფა?
რატომ არის უსაფრთხოების ზომები აუცილებელი?
შინაარსობრივი კითხვები
1.       რატომ ჩამოიშალა ატრაქციონი - Fireball?
2.       ჩამოიშლებოდა თუ არა ის განსხვავებულ პირობებში, რომ ყოფილიყო?
3.       რა არის ჟანგვა?
4.       რა არის ჟანგი?
5.       რა არის კოროზია?
6.       როგორ ავიცილოთ კოროზიის მავნე ზემოქმედება?

შემდეგ გავეცანით შეფასების ფორმებს, განვიხილეთ ნიმუშები.
ამ დღემაც საინტერესოდ ჩაიარა.

Comments

  1. მომეწონა თქვენი რეფლექსია, გისურვებთ წარმატებებს.

    ReplyDelete
  2. ლალი, მომეწონა თქვენს მიერ შედგენილი კითხვები. გისურვებ წარმატებებს.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ტრენინგის მერვე დღის რეფლექსია

მერვე დღე დავიწყეთ სასწავლო მიზნის გაცნობით. ელექტრონულ რესურსებში მოვიძიეთ შეფასების სხვადასხვა რუბრიკა და გადმოვწერეთ. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში, სადაც დავწერეთ სასწავლო პროცედურები. გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას და გეგმაში ავსახეთ სსსმ, ნიჭიერ და არაქართულენოვან მოსწავლესთან გამოყენებული აქტივობები. ბოლოს, რაც ძალიან დამაინტერესა და მომეონა, პროგრამა "padlet"-ში შევქმენით საზიარო დაფა. დღე იყო ძალიან საინტერესო.